|
2017-06-14 12:09:42, 1705 ნახვა
კომენტარი
ნარმანია: ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის პროექტის შეჩერების ერთადერთი მიზეზი 87 ხე-მცენარის შენარჩუნებაა
„ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის პროექტის შეჩერების ერთადერთი მიზეზი არის 87 ხე- მცენარის შენარჩუნება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, სატრანსპორტო მოძრაობის დაბალი ინტენსივობიდან გამომდინარე, პირადად მიიღო გადაწყვეტილება, პროექტის შეჩერების შესახებ. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ქალაქის ცენტრში 87 ხე-მცენარის მოჭრას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოყვებოდა. „უპირველეს ყოვლისა მინდა გამოვეხმაურო ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიამ ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა ხელოვნურად შეაჩერა და ამის მიზეზი კერძო მესაკუთრე იყო. გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. კერძოდ, საუბარია ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის მშენებლობაზე. რომლის პროექტიც მერიას კერძო კომპანიამ წარმოუდგინა. სამუშაოების დაწყებამდე დაგეგმილი იყო ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეების მოჭრაც და გადარგვაც, თუმცა, სპეციალისტების აზრით, გადარგვის შედეგად დიდი ალბათობით მცენარეების უმრავლესობა გახმებოდა. უნდა გაგვეკეთებინა არჩევანი, მოგვეჭრა 87 ხე- მცენარე და აგვეშენებინა ესტაკადა, თუ შეგვენარჩუნებინა არსებული ნარგავები. მიუხედავად იმისა, რომ „ზიმოსთვის“ ავანსად გადარიცხული იყო მილიონი ლარი, მაგრამ ეს იყო გაცემული შესაბამისი საბანკო გარანტიით, პირადად მე მივიღე გადაწყვეტილება ხეების შენარჩუნების მიზნით, ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის პროექტის განხორციელება შეჩერებულიყო“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, პროექტის შეჩერებას კავშირი არ აქვს კერძო საკუთრებასთან. რაც შეეხება წინასწარ ავანსის გადარიცხვას, დავით ნარმანიას განცხადებით, ავანსი არის შესაბამისი საბანკო გარანტიით გაცემული, რაც საბიუჯეტო თანხის დაკარგვას გამორიცხავს და უახლოეს დღეებში თანხა კომპანია „ზიმოს“ მიერ საბიუჯეტო ანგარიშზე დაბრუნდება.
(NS)
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
აშშ და ირანი მოლაპარაკებების განახლებასა და გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)