|
2017-06-14 13:17:07, 2184 ნახვა
კომენტარი
პუტინი: სააკაშვილი საკუთარი ინიციატივით აგვისტოს ომის დაწყებას ვერ გაბედავდა, ის წააქეზეს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ აგვისტოს ომს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ინიციატივით ვერ გაბედავდა. როგორც პუტინმა ამერიკელი რეჟისორის ოლივერ სტოუნის დოკუმენტურ ფილმში განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს ომის დაწყებისკენ უბიძგეს. "დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ინიციატივით აგვისტოს ომის დაწყებას ვერ გაბედავდა, ის წააქეზეს, მას უბიძგეს ომი დაეწყო, ყოველ შემთხვევაში, არავის უცდია მისი შეჩერება", - აღნიშნა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ის დასავლური მედიის მიერ ომის გაშუქებით და საომარი მოქმედებების დაწყებაში რუსეთის დადანაშაულებით "გაოცებული იყო". "ჩემს თვალებსა და ყურებს არ დავუჯერე, როდესაც დავინახე, რომ დასავლური მედია რუსეთს ადანაშაულებდა თავდასხმაში. მთავარი ის არის, რომ მილიონობით ადამიანმა დაიჯერა ეს. მათი მიზანი იყო სხვა სიმართლე წარმოეჩინათ, თითქოს რუსეთი საქართველოს თავს დაესხა. არადა სააკაშვილი არც მალავდა, რომ ბრძანება მან გასცა საომარი მოქმედებები დაწყებულიყო", - დასძინა პრეზიდენტმა. ამასთან, ოლივერ სტოუნის დოკუმენტურ ფილმში "ინტერვიუ პუტინთან" რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახური (CIA) ტერორისტული დაჯგუფებების დაფინანსებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, ვაშინგტონი ჩრდილოეთ კავკასიაში ფორმირებულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს ლეტალური იარაღით წლების განმავლობაში ამარაგებდა. „ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ამერიკამ დაიწყო მუშაობა პროექტზე, თუ როგორ გამოეყენებინა ისლამური ფუნდამენტალიზმი რუსეთის წინააღმდეგ. მათ შექმნეს „ალ კაიდა“, თუმცა უსამა ბინ ლადენის სათანადოდ კონტროლი ვერ შეძლეს.“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. გარდა ამისა, პუტინის შეფასებით, საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს კატასტროფაა. ოლივერ სტოუნის ფილმი დასავლურ მედიაში მკაცრად გააკრიტიკეს. BBC-ის ნიუ-იორკის კორესპონდენტმა ამერიკელ რეჟისორს საავტორო სტატია მიუძღვნა. ჟურნალისტი წერს, რომ „ეს იყო ძალიან ცუდი ინტერვიუ“, რადგან სტოუნს ვლადიმერ პუტინისთვის არც ერთი მწვავე კითხვა არ დაუსვამს. ცნობისთვის, ფილმის პირველი სერია ამერიკულ საკაბელო ტელეარხ Showtime-ზე 12 ივნისს გავიდა.
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
აშშ და ირანი მოლაპარაკებების განახლებასა და გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)