სუბარი: შეუძლებლად მიმაჩნია, თბილისში ადამიანს ტომარა ჩამოაცვან, ჩატენონ მანქანაში და ეს ვერ დაინახოს ვერავინ
„შეუძლებლად მიმაჩნია, თბილისში, ქალაქში, ცენტრალურ უბნებში ადამიანი ჩატენონ მანქანაში, თავზე ტომარა ჩამოაცვან, თან ფორმიანებმა, ნიღბიანებმა და ეს ვერ დაინახოს ვერავინ, ერთი მოწმეც არ გამოჩნდეს“,-ასე გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს.