|
2017-06-28 18:53:25, 2479 ნახვა
სამართალი კომენტარი
ხუციშვილი: საქართველოს მასშტაბით დაახლოებით, 3 000 ახალი ტიპის კამერა იქნება განთავსებული
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით დაახლოებით, 3 000 ახალი ტიპის კამერა იქნება განთავსებული, რომელიც მთლიანად მოაწესრიგებს საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს და დააფიქსირებს დარღვევებს. როგორც ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, კამერების დამონტაჟების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზრდება ვიდეო ჯარიმები პირველი სამი თვის განმავლობაში, სანამ მოქალაქეები შეეგუებიან ახალ სისტემას: „ვმუშაობთ პროექტზე „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“, რომლის ფარგლებშიც შექმნილია ეროვნული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. პრაქტიკულად შეძენილია და დატესტილია ვიდეოანალიტიკური პროგრამები. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა და საქართველოს მასშტაბით დაახლოებით, 3 000 ახალი ტიპის კამერა იქნება განთავსებული, რომელიც მთლიანად მოაწესრიგებს საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს და დააფიქსირებს დარღვევებს. ამ კამერების სატესტო რეჟიმში მუშაობამ დაგვანახა, რომ ვიდეოკამერების მეშვეობით ადმინისტრირებასთან დაკავშირებით საკმაოდ ცუდი სიტუაცია არის, მოშვებულია ვითარება და ამიტომ, მნიშნელოვანია, გარკვეული ღონისძიებები განვახორციელოთ ადმინისტრირების არა მხოლოდ გაუმჯობესების, არამედ უკვე ამ ადმინისტრირების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების კუთხით. ვფიქრობთ, ამ კამერების დამონტაჟების შემდეგ, სისტემის გაშვების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზრდება ვიდეო ჯარიმები პირველი სამი თვის განმავლობაში. სანამ მოქალაქეები უფრო მეტად შეეგუებიან ახალ სისტემას და მართლწესრიგის დაცვის საკითხებში გვექნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება“,-აღნიშნა ხუციშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)