|
2017-06-29 11:32:28, 2227 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი: კონსტიტუციის პროექტზე ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპრომისები გავაკეთეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან კომპრომისზე წავიდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური რანგის გადაწყვეტილების მიღების პროცესი საკმაოდ რთულია. კვირიკაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ძალიან ვაფასებთ ვენეციის კომისიის თანადგომას ჩვენი ქვეყნისადმი და ძალიან ვაფასებ პირადად ჯანი ბუკიკიოს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, რომელიც იყო საბაზისო საფუძველი ძალიან მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ცვლილებების, რომელიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. გვქონდა საუბარი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპრომისები და ვფიქრობ, რომ ასევე ოპოზიციამაც უნდა შეხედოს ამ კომპრომისებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან მიღწევას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის შეხვედრებს პრეზიდენტთან, მთავრობის წევრებთან შეხვედრებს ბათუმში მართავს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)