21:25 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის ერთობლივი სასწავლო აქტივობების ციკლი დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელთა მონაწილეობით ერთობლივი სასწავლო აქტივობების ციკლი დაიწყო.

 

შსს-ს და აშშ-ს საელჩოს საფეხბურთო გუნდებს შორის მეგობრული მატჩი გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საფეხბურთო გუნდებს შორის მეგობრული მატჩი გაიმართა.

 

დევნილთა სამინისტრო კონტრაქტორ კომპანიებს მოუწოდებს, ხელშეკრულების პირობები არ დაარღვიონ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა სამინისტროსა და შპს ,,ნიუკონსტრაქშენს“  შორის, 2013 წლის 29 აგვისტოს, გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის  პირობების შესაბამისად,  შპს ,,ნიუკონსტრაქშენს“  ქუთაისში, ნიკეას ქ. #2-ში მდებარე შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეესრულებინა.

 

დაღუპული პოლიციელების ოჯახები დღეიდან, 100 000 ლარიან დახმარებას და ყოველთვიურ კომპენსაციას მიიღებენ

„პოლიციის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახები 100 000 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ, დღეიდან ძალაში შევიდა.

 

მერიის განკარგულებით, ე.წ. მეტრომშენის კორპუსებიდან გამოსახლებულებს საცხოვრებელ ფართებს გამოუყოფენ

„თბილისის მთავრობის განკარგულებით, ე.წ. მეტრომშენის კორპუსებიდან გამოსახლებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს,  საცხოვრებელ ფართებს სარგებლობაში მიცემის უფლებით გადასცემენ“, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“  ნაძალადევის გამგეობის საზოგადოებასთან  ურთიერთობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

 

გიორგი აბაშიშვილი სემე-კის წევრობის კანდიდატებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი სემეკ-ის წევრობის კანდიდატებს შეხვდა.

 

არქიმანდრიტი ილია კარტოზია ზღვაზე განსაკუთრებული სიმამაცისათვის აღიარების სიგელით დაჯილდოვდა

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მამა ილია კარტოზია, ზღვაზე გამოვლენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის, დაჯილდოვდა აღიარების სიგელით (Certificate of Commendation).

 

ანტიკორუფციული საბჭოს წევრებმა ვიზალიბერალიზაციის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი შეაფასეს

ანტიკორუფციული საბჭოს მე-13 სხდომაზე, რომელსაც იუსტიციის მინისტრი, ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარე თეა წულუკიანი უძღვებოდა, საბჭოს წევრებმა ვიზალიბერალიზაციის პროცესში აღებული ვალდებულებებისა და ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესი განიხილეს.

 

დანაშაულის პრევენციის ცენტრის 31-მა ბენეფიციარმა ინგლისური ენის სამთვიანი კურსი დაასრულა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ჯონი კვინიკაძე და დირექტორის მოადგილე გიორგი პაპავა ინგლისური ენის შესწავლის ჯგუფის მონაწილეებს შეხვდნენ.

 

პრემიერ-მინისტრმა ახალი ფიტოსანიტარული ლაბორატორია გახსნა

საერთაშორისო დონის ლაბორატორია მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკისთვის, - ახალი ფიტოსანიტარული ლაბორატორია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან ერთად გახსნა.

 

წულუკიანი: ჩვენი მიზანია, მომავალ წელს, ჩვენმა მოქალაქეებმა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ ჩასვლა შეძლონ

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობამ ბოლომდე უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ ევროკავშირის საზღვრები გაიხსნას და საქართველოს მოქალაქეებმა უვიზოდ შეძლონ ჩასვლა.

ე.წ. მეტრომშენის კორპუსებიდან სოციალურად დაუცველებს ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს გამოცემული ბრძანების საფუძველზე ასახლებენ

ლოტკინზე, ზღვის უბნის ე.წ. მეტრომშენის კორპუსებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს 2008 წელს, მაშინდელი  შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე ასახლებენ.

 

თბილისის ზღვის უბნის ე.წ. მეტრომშენის კორპუსებიდან სოციალურად დაუცველებს ასახლებენ

ლოტკინზე, ზღვის უბნის ე.წ. მეტრომშენის კორპუსებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს ასახლებენ.

 

მაკა ჩიჩუა ძეგვის თავშესაფარს ესტუმრა

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი  წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ ძეგვის თავშესაფარს ესტუმრნენ და სასწავლო ცენტრი მოინახულეს, რომელიც პროექტის „გაძლიერდი და შეცვალე“ ფარგლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, თავშესაფრის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს.

 

აჭარის მთავრობა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.

 

ხაშურში საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის ახალგარემონტებული ოფისი გაიხსნა

ხაშურში, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის ახალგარემონტებული ოფისი გაიხსნა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics