07:27 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-07 09:39:49, 511 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მიმართავს

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფალთ, სასწრაფოდ გამოიძიონ ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში მომხდარი ფაქტი და სათანადო ზომები დროულად მიიღონ.

ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული.

„ინტერნეტ სივრცეში ახლახანს გავრცელდა ე.წ.კლიპი, თუ მხატვრული ფილმის ნაწილი, რომელიც გადაღებულია ისტორიული ჰერეთის, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე უმნიშვნელოვანესი ქართული სალოცავის, - ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში.

სცენა დაახლოებით ასეთია:

უცნობი კაცი და ქალი, რაღაც განძის ხელში ჩაგდების სურვილით შეპყრობილნი, ორ კათოლიკე ბერს ჯოხის თავში ჩარტყმით გონებას დააკარგვინებენ, მათ სამოსს ჩაიცვამენ და ტაძარში შევლენ. სამალავში სანუკვარ ნივთს მიაგნებენ. ქალი ნივთთან ერთად გაიქცევა, მამაკაცი კი დარჩება და შემოსულ სხვა სასულიერო პირებს (კათოლიკე ბერების ჩაცმულობით) აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნებით მოიგერიებს.

ეს ყველაფერი კი ხდება ეკლესიაში და მის ცენტრალურ ადგილში, საკურთხეველში, რაც სრული უგულებელყოფაა ათასობით და ათიათასობით ადამიანის რელიგიური გრძნობისა.

ამ კადრების გადამღებებმა სათამაშო მოედნად აქციეს ის სივრცე, რომელიც, როგორც მართლმადიდებლებისათვის, ისე მუსლიმებისთვისაც კი უდიდესი თაყვანისცემის ადგილია. აქ ხომ საუკუნეებია კრძალვით, ფეხშიშველნი მოდიან მორწმუნენი, რათა ცრემლით შესთხოვონ წმინდა გიორგის ღვთის წინაშე მეოხება.

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფალთ, სასწრაფოდ გამოიძიონ ეს ფაქტი და დროულად მიიღონ სათანადო ზომები მომხდარის გამო“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics