|
2015-09-07 11:57:11, 577 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში უკრაინელი ჯარისკაცების შვილები იმყოფებიან
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოწვევით, აჭარაში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ჯარისკაცების შვილები ისვენებენ. 19 ბავშვი ორ მშობელთან ერთად რეგიონს 5 სექტემბერს ეწვივნენ. მოზარდები 2 კვირის განმავლობაში სარეაბილიტაციო ცენტრ “თანა“-ს ბაზაზე დასვენება/რებილიტაციის კურსს გაივლიან. ბავშვებს, ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე რომან ბოლქვაძე დახვდნენ. ბავშვებისთვის ცენტრში მოწყობილია ბანაკური ტიპის ცხოვრება. მოზარდები 14 დღის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის კულტურულ, სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებში. ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყობა მხიარული სტარტები, შეჯიბრებები კალთბურთში და ფეხბურთში. დაგეგმილია ექსკურსიები: ბოტანიკურ ბაღში, ხელოვნების მუზეუმში და გონიოს ციხეზე. ბავშვები დაესწრებიან დელფინების შოუს, გაისერნებენ ბათუმის ძველ და ახალ ბულვარში, დაათვალიერებენ ღამის ბათუმს. ეწვევიან მაღალმთიან აჭარას, დაესწრებიან ფილმის ჩვენებას და გაისეირნებენ ზღვაში. უკრაინელი ჯარსკაცების შვილების ვიზიტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ტერნოპოლის ოლქს შორის არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგემა. 2015 წლის, მაისში, აჭარას 2 კვირიანი ვიზიტით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი 21 ვეტერანი ჯარისკაცი სტუმრობდა. ყოფილმა სამხედროებმა ბათუმში სამედიცინო რეაბილიტაციის კურსი გაიარეს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)