|
2015-09-07 10:54:19, 645 ნახვა
საზოგადოება
ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შეემატება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა შატილსა და მუცოში ის ტერიტორიები დაათვალიერა, სადაც ადმინისტრაციული შენობა და ვიზიტორთა ცენტრი აშენდება. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირიქითა ხევსურეთში სოფელ როშკაში საინფორმაციო ცენტრი ამოქმედდება, სადაც ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიის ტურისტული სერვისებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია მიიღონ. უწყების ცნობით, პროექტი გერმანიის მთავრობისა და გერმანიის განვითარების ბანკის KFW-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ადმინისტრაციული შენობისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა 2016 წლის აგვისტოსთვის დასრულდება. „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას რეგიონში. ვიზიტორების რაოდენობის ზრდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებით შემოსავლებს უზრუნველყოფს“, – აცხადებენ სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)