უნივერსალურმა სამედიცინო ცენტრმა (ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფო), ჰუმანიტარული დახმარების სახით, ფარმაცევტული კომპანია "ჰუმანითი ჯორჯიასგან" ჰუმანიტარული დახმარება მიიღო. ეს არის ჰუმანითი ჯორჯიას მიერ შემოტანილი ანტიბიოტიკების, პრობიოტიკების, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მოცულობითი პარტია, რომელიც საავადმყოფოს პაციენტებისთვისაა განკუთვნილი.