2016-03-25 17:09:06, 562 ნახვა
საზოგადოება
მარჯვენასაჭიანი ავტოდილერები ხვალ აქციას გამართავენ
ხვალ, 13:00 საათზე რუსთავის ავტობაზრობის „ავტოპაპას" შესასვლელთან, რუსთავის ბაზრობის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ავტოდილერები საპროტესტო აქციას გამარავენ.
ისინი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის თაობაზე სახელმწიფოს პოლიტიკას, ასევე განბაჟების სისტემის გაძვირებასა და ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების უპასუხისმგებლო განცხადებებს გააპროტესტებენ, რამაც მათი ბიზნესი გააკოტრა და ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნა.
ისინი ხელისუფლებას მიმართავენ, შეიცვალოს პოლიტიკა და მოხდეს მათი ზარალის კომპენსირება. ხელისუფლების გულგრილობის შემთხვევაში ისინი ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებით იმუქრებიან და რადიკალურ ზომებს მიმართავენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან