2016-03-26 13:21:29, 407 ნახვა
საზოგადოება
შეკვეთილში ზღვიდან ტიტას ხის გადმოტანის პროცესი გრძელდება
შეკვეთილში ზღვიდან ტიტას ხის გადმოტანის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, ბარჟა ნაპირიდან რამდენიმე მეტრში იმყოფება. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.
ტიტას ხე ციხისძირიდან გურიაში 2 დღის წინ ზღვით წაიღეს, თუმცა ბარჟამ ნაპირთან მისვლა ვერ შეძლო და თავდაპირველად სპეციალისტები ნავმისადგომის გაღრმავებას ცდილობდნენ, შემდეგ კი, სტრატეგია შეცვალეს და ზღვაში გზის გაყვანა დაიწყეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან