|
2016-03-25 18:16:41, 611 ნახვა
საზოგადოება
„იდენტობის“ თანამშრომლები შიდა დაპირისპირებას ემიჯნებიან და ორგანიზაციას ტოვებენ
ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაცია „იდენტობის“ თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციის აწ უკვე ყოფილი თანამშრომლები ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესებს ემიჯნებიან. მათი თქმით, ისინი არ იზიარებენ არც ყოფილი დირექტორის ირაკლი ვაჭარაძის პოზიციას და არც ორგანიზაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ მარია დარჩიევას ქმედებებს. როგორც ორგანიზაციის თანამშრომლების განცხადებაშია ნათქვამი, ირაკლი ვაჭარაძემ ორგანიზაციის თანამშრომლების სახელით განცხადება არა ერთხელ გააკეთა, რაც თანამშრომლებთან შეთანხმებული არ ყოფილა. ორგანიზაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მარია დარჩიევის მხრიდან კი არაფორმალურ გარემოში ხდებოდა თანამშრომლების პროფესიონალიზმისა და საქმიანობის დაკნინება. „არასამთავრობო ორგანიზაციაში “იდენტობა” წარმოქმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, ორგანიზაცია უკვე დატოვა ათამდე თანამშრომელმა. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ორგანიზაციის თანამშრომლები არაერთხელ გახდნენ საჯარო შეურაცხყოფის მსხვერპლნი. "იდენტობას" ამჟამინდელი და აწ უკვე ყოფილი თანამშრომლები ვემიჯნებით მიმდინარე პროცესებს და ვაცხადებთ, რომ არ წარმოვადგენთ არცერთ დაპირისპირებულ მხარეს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ირაკლი ვაჭარაძემ ორგანიზაციის თანამშრომლების სახელით განცხადება არა ერთხელ გააკეთა, რაც თანამშრომლებთან შეთანხმებული არ ყოფილა. ორგანიზაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მარია დარჩიევის მხრიდან კი არაფორმალურ გარემოში ხდებოდა თანამშრომლების პროფესიონალიზმისა და საქმიანობის დაკნინება, ასევე არაეთიკური სიტყვებით მოხსენიება. მენეჯმენტის ეს ფორმა თითოეული ჩვენგანისთვის მიუღებელია. რამდენიმე დღის წინ, გამოცემა “17 მაისის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მასალა, რომელიც ირაკლი ვაჭარაძემ “17 მაისის” რედაქტორთან და თანამშრომლებთან შეთანხმების გარეშე მოამზადა. სწორედ ამიტომ, გამოცემის აწ უკვე ყოფილი თანამშრომლები ამ მასალაზე პასუხისმგებლობას არ იღებენ. “17 მაისის” თანამშრომლები ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი სახის “სტატიის” გამოქვეყნება, რადგანაც “17 მაისი” დაარსების დღიდან ემიჯნებოდა “სიყვითლეს”, არ ავრცელებდა გადაუმოწმებელ ინფორმაციას, არ აქვეყნებდა დაუბალანსებელ მასალას, სადაც მხოლოდ ერთი მხარეა წარმოდგენილი და იცავდა ჟურნალისტური ეთიკის მაღალ სტანდარტებს. ამჟამად, “17 მაისი” იქცა ერთი ადამიანის პირად პლატფორმად. სწორედ ამიტომ, გამოცემა უკლებლივ ყველა თანამშრომელმა დატოვა. ამჟამად, ორგანიზაციაში რჩებიან ადამიანები, რომლებსაც აღებული აქვთ პასუხისმგებლობა ბენეფიციარების წინაშე. მოვუწოდებთ საზოგადოებას და განსაკუთრებით, ლგბტ თემს, პატივი სცენ იმ ადამიანებს, რომლებმაც პირად ინტერესებზე წინ გასაჭირში მყოფი ადამიანების ინტერესები დააყენეს და დაძაბული და არასტაბილური სამუშაო გარემოს მიუხედავად, აგრძელებენ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარების დახმარებას. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, არსებული საეჭვო ფინანსური თუ სამართლებრივი საკითხები დროულად იქნება გამორკვეული. ვფიქრობთ, რომ ორგანიზაცია “იდენტობა” საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლგბტ ორგანიზაცია იყო, რომელიც ემსახურებოდა ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას. ვიმედოვნებთ, რომ არსებული მდგომარეობა შეიცვლება და ორგანიზაციას მიეცემა შესაძლებლობა, კვლავ განაგრძოს სრულფასოვანი ფუნქციონირება. ორგანიზაციის ყოფილი და ამჟამინდელი თანამშრომლები, რომლებიც ამ განცხადებას ხელს ვაწერთ, ვიყავით და ვრჩებით ლგბტ უფლებების აქტივისტებად და მათ მხარდამჭერებად. საჭიროების შემთხვევაში კი მზადყოფნას გამოვთქვამთ, ორგანიზაციისგან დამოუკიდებლად, ვიმოქმედოთ თემის წევრების ინტერესების საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია „იდენტობის“ უკვე ყოფილი თანამშრომლების განცხადებაში, რომელსაც ხელს 18 პირი აწერს.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)