იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საერთაშორისო გამოფენა ,,Wine and Gourmet Japan 2016” მიმდინარეობს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წარმოდგენილია 8 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია: „თბილღვინო“, „ვაინმენი“, „ბარგატიონი 1882“, „ქინძმარაული“, „წერეთლის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“, „მარანული“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ და „ბესინი“.