03:24 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 17:17:46, 995 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მეტროში ვაგონების მოდერნიზაცია მიმდინარეობს

 თბილისის მერი დავით ნარმანია და მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორ ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საკუთრებაში არსებულ სარემონტო ქარხანაში იმყოფებოდნენ, სადაც მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, 2016 წელს 12 ვაგონი გარემონტდება, აქედან ოთხი ძველი ვაგონი უკვე კაპიტალურად შეკეთებულია, ხოლო გასული წლების განმავლობაში მოდერნიზებული 8 ვაგონი გათვალისწინებული ვადის ბოლომდე გარემონტდება.

თბილისის მერის თქმით, თბილისის მეტროს ვაგონების  მოდერნიზაცია აქტიურ ფაზაში შევიდა, რაც ქალაქის თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ამ ეტაპზე ერთი მოძრავი შემადგენლობა, რომელიც ოთხი ვაგონით არის განსაზღვრული, უკვე შევა ექსპლუატაციაში, ასევე, განახლდება დამატებით 8 ვაგონი.  არსებული რესურსების ფარგლებში სულ  12 ვაგონის მოდერნიზაცია განხორციელდება. აღნიშნულ ქარხანაში დასაქმებულია 150-ზე მეტი ადამიანი. ჩვენ ეტაპობრივად მივყვებით მოდერნიზაციას პროექტს, რათა ის ვაგონები, რომლებსაც 1 მილიონ კილომეტრზე მეტი აქვს გავლილი, აუცილებელი წესით განახლდეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში  ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც  უფრო ენერგოეფექტურია და კეთილსაიმედო, ამიტომ ეს განახლებული ვაგონები გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული  იქნება, ვიდრე ადრე განახლებული ვაგონები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ცნობისთვის, ვაგონების მოდერნიზაცია გულისხმობს მოძრავი შემადგენლობის კაპიტალურ განახლებასა და თანამედროვე სისტემების ინსტალაციებს - მთლიანად იცვლება ვაგონის ინტერიერი, ექსტერიერს ეძლევა თანამედროვე სახე, ძველი სანათები იცვლება ახალი, დიოდური სანათებით, მემანქანის კაბინა აღიჭურვება თანამედროვე ტიპის მართვის პულტით, ძველი ტიპის მექანიკური, კონტაქტორული დეტალები იცვლება თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით.

განახლებულ ვაგონებში უკვე დამონტაჟდა  ბაქანის საკონტროლო და შიდა დაკვირვების კამერები, ასევე, თითოეული მათგანი აღიჭურვა მონიტორებით.

პროექტის მიზანი თბილისის მეტროს მგზავრებისთვის უსაფრთხო და  კომფორტული  სერვისის შეთავაზებაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics