03:29 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 19:19:55, 634 ნახვა

საზოგადოება
აზერბაიჯანელ იურისტთა ორგანიზებით აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეთა შორის „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ჩატარდა

საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით და ლაგოდეხის რაიონის სოფელ განჯალის საჯარო სკოლის ხელშეწყობით ლაგოდეხის რაიონის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეთა შორის „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა.

ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა სოფელ განჯალის საჯარო სკოლის მოსწავლე ზოხრა რუსთამოვა.

 მე-2 ადგილზე გავიდა სოფელ  ყარაჯალას საჯარო სკოლის მოსწავლე ახმედ მამედოვი.  ოლიმპიადის 5 საუკეთესო მონაწილეს გადაეცა საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის სერტიფიკატი.

საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი მიზანი არის სამოქალაქო და იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნის განხორციელების ფარგლებში საქართველოს აზერბაიჯანულენოვან სკოლებში ვატარებთ „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადას“.

ამგვარი ღონისძიებები ეხმარება მოსწავლეებს უფრო კარგად იცოდნენ თავიანთი უფლებები და ჩვენი ქვეყნის სრულყოფილ მოქალაქეებად იგრძნონ თავი. ამას გარდა, ეს ოლიმპიადა მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას ზრდის. ეს ღონისძიება უკვე ჩავატარეთ როგორც თბილისში, დმანისში, საგარეჯოში, ასევე წალკაში. ვგეგმავთ ყველა აზერბაიჯანულენოვან რაიონში ჩავატაროთ „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ეს გარკვეულწილად არის შესარჩევი ეტაპი, ვინაიდან ბოლოს გამარჯვებულებს შევახვედრებთ და უკვე ქვეყნის მასშტაბით გამოვავლენთ საუკეთესოებს. - აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე ალი ბადიროვი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics