03:28 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 14:54:45, 715 ნახვა

საზოგადოება
„თავისუფალი დემოკრატების“ აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეუერთდნენ

მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე „თავისუფალი დემოკრატების“ საპროტესტო აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეუერთდნენ.

როგორც აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის, რაც ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ხდება, ქვეყანაში პოლიტიკური დევნის მაგალითია.

 „თუ ასე გაგრძელდება და ჩვენ ამ ბიჭებს გვერდში არ დავუდგებით, ქვეყანაში ასობით პოლიტპატიმარი გაჩნდება. ეს ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება. ამიტომ, ჩვენ მოვედით სოლიდარობის გამოსახატად“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

აქციაზე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი სერგო რატიანი:

„მოვედით, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ დაკავებულებს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს ადამიანები დავიხსნათ ციხიდან და ამისთვის აუცილებელია, ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ და შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც პოლიტპატიმრები აღარ იქნებიან“, - განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, მთავარ პროკურატურასთან „თავისუფალი დემოკრატების“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.აქციის მონაწილეები ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების მიმართ გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ. ადგილზე ასობით ადამიანია შეკრებილი, მათ შორის „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები და დაკავებულების მხარდამჭერები, ასევე სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობა.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. აქციის მონაწილეების უსაფრთხოების მიზნით, გორგასლის ქუჩა გადაკეტილია.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრადებულებს 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი ბრალდებულია - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი. გამოძიება მათ თანხების გაფლანგვას ედავება.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics