აზერბაიჯანიდან საქართველოს ელჩის გამოწვევის მოთხოვნით, საგარეო უწყებასთან საპროტესტო აქცია გაიმართა
„მოვითხოვთ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის გამოწვევას“; „შარაშენიძემ დეზინფორმაცია გაავრცელა“; „აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის განცხადებები ორ ქვეყანას შორის კონფლიქტს აღვივებს“ - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით გააპროტესტეს ''უფლებადამცველთა გაერთიანების'' წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ელჩის განცხადება.