|
2016-12-11 18:41:00, 1340 ნახვა
საზოგადოება
ნარიყალას ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაცია დაიწყო
ნარიყალას ციხის კონსერვაცია-რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ კრწანისის რაიონის გამგეობიდან აცნობეს, სამუშაოებს, კრწანისის გამგეობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. მათივე ცნობით, პროექტი, რომელიც შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, რამდენიმე ნაწილისგან შედგება. პირველი ეტაპი ციხის აღმოსავლეთი კედლის კლდოვანი ფუძე-საძირკვლების გამაგრებას და ბურჯების გამოქარული ფრაგმენტების აღდგენას მოიცავს. კონსერვაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებთან ერთად, გათვალისწინებულია ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც. ისტორიულ ძეგლზე მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან, გიორგი ბაიდარაშვილთან და კრწანისის რაიონის გამგებელთან, გიორგი კოპალეიშვილთან ერთად დაათვალიერა. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში. ლოკალური რეაბილიტაცია ქალაქის მთავარ ციხე-სიმაგრეს ბოლოს გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა. (NS)
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)