|
2016-12-12 12:50:39, 1571 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონის გამგეობამ სათბობი შეშა 210 ოჯახს დაურიგა
სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული ოჯახებისათვის სათბობი შეშის დარიგება საბურთალოს რაიონში დასრულებულია. თბილისის მერიის ინფორმაციით, რაიონის გამგეობის სოციალურმა განყოფილებამ, სამ საუბნო სამსახურთან ერთად, შეშა 210 ოჯახს ადგილზე მიუტანა. პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და კურატორი მოადგილე გაიოზ ვასაძე უწევდნენ მეთვალყურეობას. „საბურთალოს რაიონის გამგეობამ 210 ოჯახის განცხადება სათბობი შეშით უზრუნველყოფის თაობაზე დააკმაყოფილა და ჩვენ ამ ოჯახებს მითითებულ მისამართზე მივუტანეთ კუთვნილი შეშა, თითოეულ ოჯახზე 3 კუბური მეტრის მოცულობით. აღნიშნული პროექტი სოციალური პროგრამების ფარგლებში ყოველწლიურად ხორციელდება და ამისათვის, 2016 წლის ბიუჯეტიდან 61 740 ლარი გაიხარჯა“, - განმარტავს საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე გაიოზ ვასაძე.
(NS)
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)