|
2016-12-12 14:49:50, 1222 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო - დედები, რომელთაც მუცლადღებულ ყრმათა მოწყვეტის დანაშაული აწუხებთ, სინანულის გამოსახატად ტაძარს ააგებენ
დედები, რომელთაც მუცლადღებულ ყრმათა მოწყვეტის დანაშაული აწუხებთ, სინანულის გამოსახატად ტაძარს ააგებენ, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზეა განთავსებული. „ათეისტური რეჟიმის პირობებში მრავალი ადამიანი ვერ აცნობიერებდა, რამდენად დიდი ცოდვაა აბორტი და მას უბრალო მოვლენად აღიქვამდა. მას შემდეგ, რაც ჩვენი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ეკლესიური ცხოვრება დაიწყო, დედებს, რომელთაც მუცლადღებულ ყრმათა მოწყვეტის დანაშაული აწუხებთ (მათ შორის ექიმ-გინეკოლოგებიც არიან) გაუჩნდათ სურვილი, თავისი სინანულის გამოსახატად ააგონ ტაძარი ყოვლადწმინდა სამების სახელზე. ამ მიზნით, დღეს, 9 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოში შეიკრიბა ტაძრის მაშენებელთა სამუშაო ჯგუფი. ისინი დალოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და დაწყებული საქმის წარმატებით განხორციელება უსურვა. ეკლესია აიგება ხუდადოვის ტყის მიმდებარედ“, - ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)