კილაძე ჟურნალისტის სავარაუდო ცემის ფაქტზე: დამნაშავე კანონის უმკაცრესი წესით აგებს პასუხს
„ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ასეთი ფაქტები აღარ განმეორდეს საქართველოში“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე „იბერიის“ ჟურნალისტის სავარაუდო ცემის ფაქტს.