2017-03-18 11:52:06, 2346 ნახვა
სამართალი
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით შსს-მ კიდევ 8 პირი დააკავა
ბათუმში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კიდევ 8 პირი დააკავეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მათი დაკავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მოხდა (მასობრივი არეულობა და პოლიციელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა).
შეგახსენებთ, ბათუმში განვითარებულ მოვლებებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს გუშინ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ერთ არასრულწლოვანს 3000 ლარის გირაო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან