|
2017-03-18 14:01:41, 2882 ნახვა
სამართალი
წიკლაური: ბერა ივანიშვილის უკანონო მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, პოლიციიდან 9 ადამიანი გაათავისუფლეს
„არამხოლოდ არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი ერევა სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში და პირადად იღებს გადაწყვეტილებებს სხვადასხვა პოსტებზე ადამიანთა დანიშვნასთან დაკავშირებით, არამედ ახლა უკვე მისი ოჯახის წევრებიც“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც წიკლაურმა აღნიშნა, ყოფილი პრემიერის შვილმა, ბერა ივანიშვილმა შარდენზე, კლუბში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციელების მიერ დაკავებული დაცვის წევრის გათავისუფლება მოითხოვა, რასაც სამართალდამცველები არ დაემორჩილნენ. მისივე თქმით, მომხდარის გამო, შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 9 პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლა. „საგანგაშოა და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა პოლიციელების ღირსების შელახვა, მათი შეურაცხყოფა, დამცირება და აბუჩად აგდება, იმ პოლიციელების, რომლთაც მთავარი წოდებაა ქართული სახელმწიფოს დაცვა, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეთა სიმშვიდის. შემთხვევა, რომლის შესახებაც მე მინდა გესაუბროთ, მოხდა ამა წლის 4 თებერვალს შარდენზე, კლუბ „ელ ცენტროში“. აქ მოხდა ჩხუბი და ამ ჩხუბში მონაწილეობას იღებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერის განყოფილების უფროსის მოადგილე თორნიკე ზურიაშვილი, ბარმენი ამ კლუბის და აგრეთვე დაცვის წევრები. როდესაც ეს ჩხუბი დაიწყო, პოლიციელმა გამოეძახა სხვა პოლიციელები იმისათვის, რომ დაემყარებინა წესრიგი და მოვიდნენ შსს-ს მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს უფროსი რამაზ თათარაშვილი, აგრეთვე ოპერ-თანამშრომლები, სხვადასხვა პოლიციის თანამშრომლები. მათ დააკავეს ამ კლუბის დაცვის წევრი, ვინმე ალეკო, რომლის გვარსაც მალე შევიტყობთ და როდესაც ეს დაკავება განხორციელდა, ამ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები მოვიდნენ ამ პოლიციელთან და უთხრეს, რომ აუცილებლად, ეს ადამიანი უნდა გაეთავისუფლებინათ, რადგან ეს იყო ბერა ივანიშვილის პირდაპირი ინტერესი. ამის პასუხად, მას პოლიციელმა მას უთხრა, რომ თვითონაც ჰქონდა ე.წ. ხოდი ბერა ივანიშვილთან და რომ არ შეასრულებდა შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების უკანონო მოთხოვნას. შემდეგ მოხდა ამ ადამიანის გადაყვანა უკვე პოლიციის სამმართველოში და როდესაც პოლიციის სამმართველოში მივიდნენ, იქ განხორციელდა ზარი და ეს პოლიციელები დაიბარეს გენერალურ ინსპექციაში. იქ მისულ პოლიციელებს, დახვდათ შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც იყო გაბრაზებული იმის გამო, რომ არ იქნა შესრულებული გენინსეპქციის მოთხოვნა და ბერას დავალება. მან იქვე ჩამოართვა პირადი ნივთები პოლიციელს და უთხრა რომ ის არის გათავისუფლებული სამსახურიდან. ამ დღეს, შს მინისტრის მიერ, განთავისუფლებულები იქნენ: რამაზ თათარაშვილი, რომელმაც განახორციელა დაკავება (სამმართველოს უფროსი); კახა გალდავა - მთაწმინდის საუბნო განყოფილების უფროსი; კობა ნარმანია - პირველი განყოფილების უფროსი; ზაზა ოსეფაშვილი - ვერის განყოფილების უფროსი; თორნიკე ძულიაშვილი - განყოფილების უფროსის მოადგილე და მათთან ერთად 4 ოპერატიული თანამშრომელი. მთლიანობაში, იმის გამო, რომ არ შესრულდა ივანიშვილის ოჯახის წევრის ბერა ივანიშვილის უკანონო მოთხოვნა დაკავებული პირის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შს მინისტრმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, გაეთავისუფლებინა 9 კანონმორჩილი პოლიციელი მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ისინი ასრულებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას და იცავდნენ მართლწესრიგს“, - აღნიშნა წიკლაურმა. ამასთან, წიკლაურის მტკიცებით, შს მინისტრმა პოლიციელებს „ბალასტი“ უწოდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ ის ფაქტები, რაც შეეხება პოლიციელთა ღირსების შელახვას, მათ აბუჩად აგდებას და შეგახსენებთ, რა სიტყვები იქნა გამოყენებული შს მინისტრის მხრიდან პოლიციელების მიმართ, როდესაც მან თავის თანამშრომლებს უწოდა „ბალასტი“, ანგრევს ქართულ სახელმწიფოს. ამიტომ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის და ყველგან დაიცავს ქართული პოლიციის ღირსებას, მათ უფლებებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია, ფუნდამენტი, მართლწესრიგის დაცვის გარანტი, არიან სწორედ პოლიციელები ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)