|
2017-03-17 23:23:32, 2142 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის ანალოგი საკონსტიტუციო სასამართლოში - საკონსტიტუციო კომისიამ ინიციატივაზე უარი განაცხადა
საკონტიტუციო კომისია საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებით განიხილავდა ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებდა მისთვის უფლებამოსილების მინიჭებას, გადასინჯოს და დაადგინოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობა, ანუ შექმნილიყო ადგილობრივი სტრასბურგის მოდელის ამოქმედებაზე. როგორც ჟურნალისტებს კომისიის წევრმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა, საკონსტიტუციო კომისიამ სტრასბურგის მოდელის შექმნის ინიციატივაზე უარი განაცხადა. მისი თქმით,კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს ეს უფლება არ მიენიჭება “იყო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მისცემოდა რეალური კონტროლის შესაძლებლობა ანუ საერთო სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილებების კონსტიტუციური კონტროლის კომპეტენცია. სამწუხაროდ, ეს საკითხი უარყოფილია და კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს ეს უფლება არ მიენიჭება”, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)