20:04 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
482,3 კარატიანი ზურმუხტის საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. 

 

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ყალბი პასპორტების გამოყენებით ევროპაში გამგზავრების დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს  გენერალურმა ინსპექციამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყალბი პასპორტების გამოყენებით ევროპის ქვეყნებში გამგზავრების დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს.

გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს აჭარის დანაყოფების თანამშრომლები დააჯილდოვა
ადვოკატი: გამოძიების ინფორმაცია აბსურდია, თეთრუაშვილს ისეთი თანამდებობა არ აქვს, რომ წყვეტდეს, ვინ მოხსნას და ვინ დანიშნოს

დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი „ექსპრესნიუსთან“ ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ  გამოძიების შედეგებს აბსურდს უწოდებს.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმდა - მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმდა.

პროკურატურა: მამალაძე მკვლელობას თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით ამზადებდა

გამოძიების ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის  განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით.

პროკურატურა: გიორგი მამალაძემ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა ანგარებით განიზრახა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიება დაასრულა და არსებითი განხილვის მიზნით, საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართა.

პროკურატურა: ვიდეო არ შეიცავს მონტაჟის ნიშნებს, არის უწყვეტი, ავთენტური და მასზე ასახულია გიორგი მამალაძე

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, პროკურატურის მიერ მოპოვებულ ვიდეო არ შეიცავს მონტაჟის ნიშნებს, არის უწყვეტი, ავთენტური და მასზე ასახულია და საუბრობს სწორედ გიორგი მამალაძე.

პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიება დაასრულა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიება დაასრულა და არსებითი განხილვის მიზნით საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართა.

თალაკვაძე: საჭიროა პროკურატურამ ელისო კილაძის დაცვის პროგრამაში ჩართვის საკითხი განიხილოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თვლის, რომ გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე პროკურატურამ მოწმეთა დაცვის პროგრამაში უნდა ჩართოს. 

იოსელიანი: სესიაშვილი აღიარებს, რომ მისი ვაჟი, კონკრეტულ ქურდობის საქმეში რაღაც დოზით ფიგურირებს

პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ირაკლი სესიაშვილის დღევანდელ განცხადებას პასუხობენ. 

ირაკლი სესიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის' ბრალდებებიტან დაკავშირებით, პროკურატურას მიმართა. 

ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატმა, ბრალდებულის პატიმრობის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

ნათია გედენიძე: მრცხვენია, ბრალდებულს თვალებში შევხედო, ვიცი, ჩემი ნახევრად შიშველი ფოტო აქვს ნანახი

ფოტოგრაფ ნათია გედენიძის განცხადებით, 2011 წელს მისთვის უცნობი იყო თუ რა ბრალდებით მოხდა, დაკავება, - ამის შესახებ ნათია გედენიძემ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენლის, დავით დევნოზაშვილის საქმის განხილვისას საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. 

შსს-მ დმანისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ტ.რ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics