2017-06-28 15:57:13, 2448 ნახვა
სამართალი
მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაპოვნ ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდა
მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნ ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდა.
ინფორმაციას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ „ავლაბრის“ მეტროს მიმდებარედ საეჭვო ნივთი შენიშნეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ზარი 112-ში შევიდა.
სამართალდამცველები ადგილზე რამდენიმე წუთის განმავლობაში მუშაობდნენ. მანამდე კი, მიმდებარე სავაჭრო ობიექტებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან