სხვისი ინტერნეტ ბანკის მონაცემების თაღლითურად გამოყენების ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომპიუტერული სისტემის ხელყოფის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და თაღლითობის ბრალდებით, თბილისსა და გორში 5 პირი 1989 წელს დაბადებული ლ. ბ., 1977 წელს დაბადებული ბ. ფ., 1984 წელს დაბადებული რ.ლ., 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ე. და 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.თ. დააკავეს.