09:52 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
სერგეენკო ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე: ამას საპარლამენტო და საერთაშორისო კომისიების შექმნა არ სჭირდება

„ესაა შემთხვევა, რომელსაც არ სჭირდება განსაკუთრებული საპარლამენტო და საერთაშორისო კომისიების შექმნა და მჯერა, რომ გამოძიება უტყუარად დაადგენს ყველაფერს”,-ასე გამოეხმაურა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ე.წ. თორდია-ფარცხალაძის საქმეს.

ომბუდსმენი თორდიას საქმეზე: კითხვის ნიშნები ჩნდება, ეს ვიდეო რატომ გავრცელდა ახლა

„კითხვის ნიშნები ჩნდება, რატომ გავრცელდა ეს ვიდეო ახლა“,-ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მთავარი აუდიტორის შესახებ სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოს.

აგულაშვილი თორდია-ფარცხალაძის საქმეზე: კითხვებზე რაც შეიძლება მაქსიმალურად პასუხის გაცემა, ხელისუფლებისათვის ერთგვარი გამოწვევაა

„გამოძიების ღიად, გამჭვირვალედ  ჩატარება, რაც შეიძლება მეტი ნდობა,  დამაჯერებლობა  ამ პროცესისადმი  საზოგადოების მხრიდან, არსებულ  კითხვებზე რაც შეიძლება  მაქსიმალურად პასუხის გაცემა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისათვის ერთგვარი გამოწვევა“,-ასე გამოეხმაურა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ე.წ. თორდია-ფარცხალაძის საქმეს.

გადასახადებისაგან თავის არიდების ბრალდებით, 16 საწარმოს 17 ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს წინაშე არსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით საგადასახადო ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგებით, ქონების გადამალვის ფაქტზე, 16  საწარმოს 17 ხელმძღვანელი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 
 

შსს-მ მცხეთაში ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ა., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, კასპის რაიონის სოფელ საქადაგიანოში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

დეპუტატის შვილის დაღუპვის საქმეზე, შიდა ქართლის პოლიციის 2 ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ხახუბიას შვილის ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის 2 ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შს უწყებაში განუცხადეს.

თბილისსა და სამეგრელოში სიჩქარის მზომი კიდევ 7 რადარი ამოქმედდა
მამა გიორგი მამალაძე მომდევნო სასამართლო პროცესს დაესწრება

დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე 30 მაისს დანიშნულ სასამართლო პროცესს დაესწრება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

სააპელაციო სასამართლომ მამალაძის ადვოკატები სასამართლო განხილვებზე დააბრუნა

სააპელაციო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატების საჩივარი დააკმაყოფილა და ისინი ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვებზე დააბრუნა.

პროკურატურა: ქართული მხარე უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში, ვერ მოახდენს გელა მიქაძის ექსტრადირებას

ქართული მხარე უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში ვერ მოახდენს საქართველოს მოქალაქის გელა მიქაძის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირებას, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს. 

ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე, რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე: 1980 წელს დაბადებული დმიტრი უ. და 1974 წელს დაბადებული ვიტალი ლ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

 

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორს პატიმრობა შეეფარდა

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორს ფარმან ჯეირანლის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

 

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი ფარმან ჯეირანლი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ დაკავებით მისი უფლებები დაირღვა.

 

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებულმა ბექა შენგელიამ ადვოკატზე უარი თქვა - „შემდეგ პროცესზე ღმერთი დამიცავს“

ე.წ. კანიბალიზმის საქმეში ბრალდებულმა ბექა შენგელიამ საკუთარი ადვოკატის აცილება მოითხოვა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics