22:11 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 18:35:33, 2454 ნახვა

სამართალი
შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორების მედპერსონალი ევროპული სტანდარტების შესაბამისად გადამზადდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამედიცინო მომსახურების სამსახურის 27 თანამშრომელს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მიმდინარე წლის 13-16 აპრილს თელავში, სასტუმრო „შატო მერეში“ ტრენინგი უტარდება.

შსს-ს ინფორმაციით, სწავლება ევროპის საბჭოს მიერ არის ორგანიზებული. ტრენინგის მონაწილეები იზოლატორებში თვითდაზიანების პრევენციის საკითხებს ეცნობიან და იზოლატორში მოთავსებული პირის დაზიანებების სტამბოლის ოქმის მიხედვით დოკუმენტირებას შეისწავლიან.

ტრენინგის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორებში დანერგილი სტანდარტების თანხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებთან.

სწავლება ევროპის საბჭოს პროექტის - „თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში ტარდება. აღნიშნული პროექტი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და 18 თვე გაგრძელდება. იგი წარმოადგენს 2013 წელს ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის მიერ დაწყებული პროექტის მესამე ფაზას. პირველი ორი ფაზის ფარგლებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში, არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით, არაერთი ღონისძიება განხორციელდა, რომლებიც მოიცავდა იზოლატორების მოსამსახურეებისა და სამედიცინო პერსონალის რამდენიმე ეტაპად გადამზადებას, ასევე, სამართლებრივი აქტების შემუშავებას, სასწავლო ვიზირების განხორციელებას, სასწავლო ფილმების გადაღებას და სხვა აქტივობებს.

მიმდინარე პროექტის (მესამე ფაზის) ფარგლებშიც, იზოლატორების მხარდასაჭერად კიდევ რამდენიმე აქტივობაა დაგეგმილი, კერძოდ, ყველა იზოლატორის ექიმების გადამზადება, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ფსიქოლოგებისათვის ტრენერთა ტრენინგის ორგანიზება და სასწავლო ვიზიტი.

 

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
Financial Time: საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირში უკრაინის სიმბოლურად გაწევრიანების ვარიანტს განიხილავენ
დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა პირადად შეხვდეს ირანის ხელმძღვანელობას
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics