|
2017-07-25 13:32:08, 2238 ნახვა
სამართალი
პროკურორი: ტარას შავშიშვილი გულწრფელი არ იყო, ის ცდილობს, გიორგი მამალაძე გამართლდეს
პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, ტარას შავშიშვილი მამა გიორგი მამალაძის უახლოესი მეგობარია, შესაბამისად, დაინტერესებული პირია და ცდილობს ბრალდებული გამართლდეს. როგორც გუბელაძემ ტარას შავშიშვილის ჩვენებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მას გული შესტკივა მამა გიორგი მამალაძეზე და აკეთებდა მისთვის სასარგებლო ინფორმაციის ტირაჟირებას, მან ვერ დამალა ის ფაქტი, რომ მამალაძე და შორენა თეთრუაშვილი ერთმანეთთან დაპირისპირებული იყვნენ. „ტარას შავშიშვილი არის მამალაძის უახლოესი მეგობარი, მასთან დაკავშირებული პირი. ერთად განიხილავდნენ სხვადასხვა სტრატეგიებს, პიარკამპანიას, მათ შორის სხვადასხვა სასულიერო პირების დისკრედიტაციას და ასე შემდეგ. არსებობს არაერთი მტკიცებულება საქმეში, რომ შავშიშვილი დაინტერესებული იყო სხვადასხვა სტატიების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, მათ შორისაა სნოს წყალთან დაკავშირებული სტატია. მის მიერაა მომზადებული და მის მიერაა გადაცემული ჟურნალისტისთვის და სხვა სახელითა და გვარით არის მომზადებული. ამასთან დაკავშირებით შავშიშვილმა იცრუა, და შესაბამის შეფასებას მოგვიანებით გავაკეთებ. შესაბამისად, ტარას შავიშვილი არის დაინტერესებული პირი, სასამართლო სხდომაზეც არ დამალა და თქვა, რომ მას გული შესტკივა გიორგი მამალაძეზე, სურს რომ გამართლდეს ის და შესაბამისად, აკეთებდა ბრალდებულისთვის სასარგებლო ინფორმაციის ტირაჟირებას. თუმცა, ასეთმა მოწმემაც ვერ დამალა, რომ მამალაძესა და თეთრუაშვილს ჰქონდათ არასახარბიელო ურთიერთობა, იყვნენ დაპირისპირებული ერთმანეთთან. თავისებურად ხსნიდა, რომ თეთრუაშვილი რადგან ქონებრივ საკითხებში ერეოდა, აქედან გამომდინარე იყო მათ შორის ურთიერთობა დაძაბული“, - განაცხადა პროკურორმა. გუბელაძის შეფასებით, ტარას შავშიშვილის ჩვენება სანდო არაა. მისივე თქმით, ტარას შავშიშვილმა ჩვენებაში აღნიშნა, რომ მამა გიორგი მამალაძეს არანაირი ინტერესი არ აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მიმართ და სიმართლე არაა რომ ის იარაღს ინახავდა, მაშინ, როდესაც პროკურორი განმარტებით, თავად ბრალდებული და დაცვის მხარე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მამალაძე ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდა. „მისი ჩვენების სანდოობის კუთხით გავაკეთებ განმარტებას. ბრალდებული თავად არ მალავს, რომ იარაღს ინახავდა სახლში, თუმცა დღეს, მოწმემ განმარტა, რომ გიორგი მამალაძეს არ აქვს ინტერესი ცეცხლსასროლი იარაღის მიმართ და ბრალდების მხარემ საიდან მოიტანა რომ ის იარაღს ინახავდა, არ იცის. რეალობაა ის, რომ არც დაცვის მხარე და არც ბრალდებული ამ ფაქტს არ უარყოფს. ის არაა გულწრფელი და არ მოგვახსენა ზუსტად რა ნივთიერებები გადასცა მამა გიორგი მამალაძეს, როდესაც კონსპირაციულ ვითარებაში შეხვდა“, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
Financial Time: საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირში უკრაინის სიმბოლურად გაწევრიანების ვარიანტს განიხილავენ
დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა პირადად შეხვდეს ირანის ხელმძღვანელობას
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)