შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავა
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი მ. ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით, ხოლო 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა ქ. პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის დააკავეს.