|
2016-02-26 15:53:42, 664 ნახვა
სამართალი
ფიქრია ჩიხრაძე: ძალიან მძიმეა, როდესაც დღისით მზისით მოქალაქეზე თავდასხმა ხორციელდება, მითუმეტეს ოპოზიოციონერ პოლიტიკოსზე
მე გარდა იმისა, რომ ალექსი პეტრეიაშვილთან პირადი ურთიერთობა მაკავშირებს, მე აქ პრეზიდენტის პოზიციასაც გამოვხატავ, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებს ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განუცხადა. ჩიხრაძეს თქმით, თავისთავად მძიმეა ფაქტი, როდესაც დღისით მზისით მოქალაქეზე თავდასხმა ხორციელდება, მითუმეტეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე. ამასთან მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში ბევრი სამხილი არსებობს და სამართალდამცავ ორგანოებს, კვალზე გასვლა არ უნდა გაუჭირდეთ. "ფაქტი ძალიან მძიმე და შემაშფოთებელია. მე გარდა იმისა, რომ ალექსი პეტრიაშვილტან პირადი ურთიერთობა მაკავშირებს, მე აქ პრეზიდენტის პოზოციასაც გამოვხატავ ამ შემაშფოთებელი ფაქტის გამო. თავისთავად ძალიან მძიმეა, როდესაც დღისით მზისით მოქალაქეზე თავდასხმა ხორციელდება, მითუმეტეს ოპოზიოციონერ პოლიტიკოსზე. ბუნებრივია ასეთ ვითარებაში, ბევრი სამხილი არსებობს და სამართალდამცავ ორგანოებს კვალზე გასვლა არ გაუჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით მალე შევიტყოთ. მადლობა ღმერთს, რომ სასიცოცხლო საფრთხე ჭრილობის გამო არ ემუქრება. თავისთავად ძალიან მძიმეა რაც მოხდა. ასეთი ფაქტები, საზოგადოებაში ძალიან სერიოზულ დაუცველობის განცდას აჩენს. ხელისუფლების და სამართალდამცავი ორგანოების ვალია, რომ ეს დაუცველობის განცდა გააქარწყლოს და რაც შეიძლება დროზე ეს საქმე გამოიძიოს", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, იმატა თუ არა საზოგადოებაში დაუცველობის განცდამ, ჩიხრაძემ აღნიშნა, რომ "ეს ალბათ პერსონალურ აღქმებზეა დამოკიდებული".
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)