|
2016-02-27 10:13:27, 738 ნახვა
სამართალი
თალაკვაძე: შსს მომხდარი დანაშაულის გამოსაძიებლად ყველაფერს აკეთებს
ალექსი პეტრიასვილზე მომხდარი თავდასხმიდან ძალიან ცოტა დროა გასული, ამიტომ კონკრეტულ საკითხებზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ თოქ-შოუ "პოლიტიკაში" განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, შსს მომხდარი დანაშაულის გამოსაძიებლად ყველაფერს აკეთებს. მისივე თქმით, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს და გონივრული დრო სჭირდება, რომ გამოძიების კონკრეტული შედეგი აჩვენონ. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, თალაკვაძე სხვა კომენტარს არ აკეთებს. შეგახსენებთ, გუშინ, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. მას გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. პეტრიაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)