|
2016-02-26 15:59:30, 1137 ნახვა
სამართალი
ანა დოლიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პასუხობს
თავდაცვის მინისტრის მოადგილე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ანა დოლიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს პასუხობს. ანა დოლიძე პარტიას საშინაო დავალებების შესრულებას უწუნებს. მისი თქმით, უკვე ათი თვეა რაც მინისტრის მოადგილეა. თუ რამე კითხვები ჰქონდათ მაშინ ეს აქამდე უნდა გაეკეთებინათ. "უამრავი დრო იყო, რომ რომელიმე წევრს წარმოდგენილი ორგანიზაციიდან შეემოწმებინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ გვერდი, სადაც განთავსებულია ჩემი ბიოგრაფია და თუ აგვისტოს ომთან რაიმე კითხვები ჰქონდათ დასასმელი, 10 თვე იყო ამისთვის სავსებით საკმარისი. გარდა ამისა, უფრო უპრიანი იქნებოდა ეს დაესვათ თავდაცვის მინისტრის მოადგილისათვის, ვიდრე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისათვის. ამიტომ, მოვუწოდებ, საშინაო დავალება ყველამ უკეთესად მოამზადოს თავის დროზე," - განაცხადა ანა დოლიძემ. შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს ის დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე 2008 წლის ომის შემდეგ სამართლებრივ საკითხებზე ორგანიზაცია ”რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივასთან” თანამშრომლობდა. ცნობისთვის თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)