08:50 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
შსს-მ კიბერდანაშაულისთვის სამი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და ქუთაისში, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1978 წელს დაბადებული დ.ფ., 1987 წელს დაბადებული ვ. კ., 1970 წელს დაბადებული კ. დ. დააკავეს.

პრეზიდენტი თვლის, რომ უმნიშვნელოვანესია ტრანსგენდერზე თავდასხმის რეალური მიზეზი დადგინდეს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტრანსგენდერ მოქალაქეზე თავდასხმის ფაქტს გმობს.

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.

შსს-მ ლაგოდეხში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული გ. კ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ თამარიანში დააკავეს.

კახიძე: სტრასბურგის სასამართლომ საჩივარი კი არ დააკმაყოფილა, არამედ განსახილველად მიიღო
იუსტიციის სამინისტრო: სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის საჩივარი დააკმაყოფილა
არსებული ინფორმაციით, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეში ბრალდებულები ნათესავები არიან

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეში ბრალდებულები ნათესავები არიან, - ამის შესახებ საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, ბორის ჩაგუნავას მეუღლემ, ნატა ჩაგუნავამ ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა.

წულუკიანი: უნდა გავერთიანდეთ იმ ველურობის წინააღმდეგ, რასაც განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებზე ნადირობა ჰქვია

„ყველანი უნდა გავერთიანდეთ იმ ველურობის წინააღმდეგ, რასაც ქვია განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანებზე ნადირობა“,-  ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტრანსგენდერზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს.

ნანუაშვილი: ტრანსგენდერზე მომხდარი თავდასხმის საქმის შესწავლისას, სიძულვილის მოტივი ნაკლებად იყო განხილული

სახალხო დამცველის უჩა ნანუაილის შეფასებით, ტრანსგენდერზე მომხდარი თავდასხმის საქმის შესწავლის დროს, სიძულვილის მოტივი ნაკლებად იყო განხილული.

მაია რჩეულიშვილი სასამართლო სხდომებს აღარ დაესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში საცხოვრებელ კომპლექს „თეთრი მაგნოლიას“ საქმეზე დაკავებული  მაია რჩეულიშვილის, გუკა რჩეულიშვილისა და ირაკლი მინდელის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავეს, ერთს კი, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავა, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

შსს-ში ბრიფინგი გაიმართება

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი  გაიმართება.

ნაძალადევის რაიონში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილია
ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
თბილისში გვიან ღამით შუა ხნის მამაკაცი მოკლეს
ორთაჭალაში ლგბტ თემის წარმომადგენლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics