|
2017-02-13 18:17:07, 2200 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტი დეკანოზის დაკავებაზე: ველოდებით გამოძიების დროულად დასრულებას
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს. როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული, ის ელოდება გამოძიების დროულად დასრულებას, რომელიც პასუხს გასცემს კითხვებს, როგორც დანაშაულის შესაძლო მონაწილეების, ასევე შემკვეთების თაობაზე. "შეშფოთებული ვარ მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც იგეგმებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ პროკურატურასთან, ვაკვირდებით გამოძიების პროცესს, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ველოდებით გამოძიების დროულად დასრულებას, რომელიც გასცემს პასუხსკითხვებს, როგორც დაგეგმილი დანაშაულის შესაძლო მონაწილეების, ასევე შემკვეთების თაობაზე", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით. უწყების ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე, გერმანიაში გამგზავრებას გეგმავდა, სადაც პატრიარქს ოპერაცია უტარდებოდა. აეროპორტში დაკავებისას, მას "ნატრიუმის ციანიდი" აღმოუჩინეს. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)