20:36 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-14 13:54:29, 1931 ნახვა

პოლიტიკა სამართალი
კანდელაკი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმეზე დაკავებული ბორის ჩაგუნავას გათავისუფლებას „შოკისმომგვრელს“ უწოდებს

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე დაკავებული ბორის ჩაგუნავას გათავისუფლებას გამოეხმაურა.

კანდელაკმა მომხდარს „შოკისმომგვრელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ პროკურატურამ ჩაგუნავას საქმე უსწრაფესად დაუმთავრა.

„ჩვენთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია აღმოჩნდა, იმის შესახებ რომ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაში მთავარი ფიგურანტი ბორის ჩაგუნავა გათავისუფლებულია. გაირკვა, რომ მთავარმა პროკურატურამ ამ ადამიანს უსწრაფესად დაუმთავრა საქმე და 9 თებერვალს მას  პირობითი სასჯელი მიესაჯა და იგი გათავისუფლებულია პატიმრობიდან. ეს ხდება  მაშინ, როდესაც მას დაუდასტურდა დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობების, მათ შორის ტროტილის და ჰექსოგენის შეძენა-შენახვა სკუთარ ავტოფარეხში. თქვენ იცით, რომ იმ ნაწილაკების იდენტური ნაწილაკები, რომელიც აღმოჩენილია გივი თარგამაძის მანქანაში, ზუსტად ბატონი ჩაგუნავას ავტოფარეხში აღმოჩნდა. ეს არის ძალიან დიდი მასშტაბის აფეთქებებისთვის სამყოფი მასალა. მაშინ, როცა ძალიან ბევრი ადამიანი პატარა ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-შეძენაზე მრავალწლიან სასჯელს იხდის, აგერ აღმოჩნდა, რომ უსწრაფესად დაუმთავრეს ბატონ ჩაგუნავას გასაიდუმლოებულ ვითარებაში, საზოგადოების მაღალი ინტერესის მიუხედავად და გაათავისუფლეს. ეს ხდება მაშინ, როცა თავად აფეთქების საქმე სასამართლოში არც კი გადაცემულა მაშინ, როდესაც მთავარი პროკურატურა გვპირდებოდა, რომ სასამართლო მთავარი ეჭვმიტანილის დარჩო ხეჩუაშვილის წინააღმდეგ იანვრის დასაწყისში დაიწყებოდა.  ამ დროს საქმის მთავარი ფიგურანტი, რომელიც ადებს ხელს ბატონ ხუბაშვილს, რომლის ავტოფარეხში აღმოჩნდა ძალიან დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება გათავისუფლებულია. ეს არის უბრალოდ შოკისმომგვრელი ინფორმაცია და რბილად რომ ვთქვათ აჩენს კითხვებს პროკურატურის და ზოგადად მთავრობის მოტივაციასთან დაკავშირებით გივი თარგამაძის აფეთქების საქმეში. თქვენ ასევე იცით, რომ გივი თარგამაძემ პირდაპირ გამოთქვა ეჭვი მაღალი თანამდებობის პირებზე სახელმწიფო უშიშროების სამსახურში და ეს პირებიც არ ყოფილან დაკითხული, რაც კიდევ უფრო აძლიერებს არსებულ კითხვებს“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბორის ჩაგუნავას სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით 6 წლის გამოსაცდელი ვადით. პროკურატურა აცხადებს, რომ არ ეთანხმება სასჯელის პირობითად ჩათვლას და აღნიშნულ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics