20:37 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 22:28:36, 2034 ნახვა

სამართალი
„გულდასაწყვეტია, რომ პროკურატურისგან ისმის შინაარსობრივი ბრალდება და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვთქვათ სიმართლე“

გულდასაწყვეტია, რომ პროკურატურისგან ისმის შინაარსობრივი ბრალდება და ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება, რომ ჩვენი სიმართლე საზოგადოებას ვუთხრათ, - ამის შესახებ დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს განუცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მას პროკურატურამ ხელი გაუთქმელობის ხელწერილზე მოაწერინა, რის გამოც საქმის შინაარსობრივ დეტალებზე ვერ საუბრობს. მისი განცხადებით, აღნიშნული ხელწერილის გაუქმების მოთხოვნით პროკურატურას ოფიციალურად ხვალ მიმართავს, რათა საზოგადოებისთვის, დაკავებული სასულიერო პირის პოზიციაც გახდეს ცნობილი. 

"დღესაც მე აკრძალული მაქვს საქმის შინაარსობრივ თემაზე საუბარი და მე კანონმდებლობას ასეთ შემთხვევაში ვერ დავარღვევ. უბრალოდ გულდასაწყვეტი არის ის, რომ იმპერატიული ფორმით პროკურატურისაგან ისმის შინაარსობრივი ბრალდება ამ ადამიანის მიმართ და ჩვენ არ გვაქვს არაფერი უფლება, რომ იმ კუთხით და იმ გაგებით, რომ ჩვენ გამოვიდეთ და ჩვენი სიმართლე, როგორც ისინი საზოგადოებას ეუბნებიან, ჩვენ საზოგადოებას ვუთხრათ ჩვენ ჩვენი სიმართლე”, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულიამ. 

შეგახსენებთ, საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.

უწყების ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე, გერმანიაში გამგზავრებას გეგმავდა, სადაც პატრიარქს ოპერაცია უტარდებოდა. აეროპორტში დაკავებისას, მას "ნატრიუმის ციანიდი" აღმოუჩინეს. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics