მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით იმერეთის რეგიონში საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება
დღეს, საქართველოს, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა (IBRD) და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის „მეორე რეგიონალური განვითარების პროექტის" დამატებითი დაფინანსების მიზნით, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც საქართველოსთვის 9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.