ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
2016 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოს 462 480 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +17.2%-ია.
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, ქალაქ ვენაში, მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრის (CFRR) ორგანიზებულ მინისტერიალს დაესწრო.
ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეული კომპანია „ტექნო ბუმი” მომხმარებელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საჩუქრებითა და ფასდაკლებებით ულოცავს.
პაშა ბანკმა კლიენტებს და პარტნიორებს აღდგომის დღესასწაული ტრადიციულად საქველმოქმედო აქტივობით მიულოცა. ბანკმა მათი სახელით თბილისის SOS ბავშვთა სოფელში გადარიცხა თანხა, რომლითაც დაიფარება იქ მცხოვრები ყველა აბიტურიენტის ინგლისურ ენაში მომზადების მთელი წლის ხარჯი.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, JPMorgan Chase–ის სათავო ოფისს ეწვია და ბანკის პრეზიდენტს, ჯეიმს დაიმონთს შეხვდა
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More