2016-08-08 16:53:20, 1223 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.3486 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.3477 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგანა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 1 ევრო ხვალ, 2.6041 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.6175 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0134
ლარი შედგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან