დღეს ვერავინ იტყვის, რომ ვინმე ერევა პირად ქონებაში, მთავრობის მხრიდან ბიზნესს ვინმე აყაჩაღებს, ან სასამართლოს და მედიის საქმიანობაში ერევა ვინმე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარე კონფერენციაზე „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო - მიღწევები და გამოწვევები“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.