07:56 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 20:13:50, 1236 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი სავაჭრო და საგადასახდელო ბალანსი პოზიტიურია

50 ახალი სასტუმროსა და გზებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტის პრეზენტაციაზე მოწვეულ ბიზნესმენებს დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებზეც ესაუბრა.

„ვიდრე გადავალ უშუალოდ პრეზენტაციაზე, მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუ რა სტატუსი, რა მიღწევები და რა ტენდენციები გვაქვს დღეს ეკონომიკაში. ბიზნესმენები ბრძანდებით და, რა თქმა უნდა, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად იცოდეთ, რა სავაჭრო ბრუნვა გვაქვს, რადგან ჩვენი სავაჭრო ბრუნვა აისახება ჩვენს ვალუტაზე და შესაბამისად, მოლოდინები, რომელიც თქვენ შეიძლება გქონდეთ, მინდა რომ სწორი  იყოს“- აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნამდვილად იყო მინაწერი, რომ ეს ყველაფერი არის C ჰეპატიტის წამლები და C ჰეპატიტის წამლების გარეშე.

„ახლა მინდა დაგიკონკრეტოთ: ჩვენი 8 თვის სავაჭრო ბრუნვა ექსპორტის ნაწილში არის 11% -ით შემცირებული, თუმცა, იმპორტის ნაწილში არის შემცირებული ასევე 4%-ით. გამოქვეყნებულ მონაცემებში, თუ გახსოვთ, იყო 23%-იანი იმპორტის ზრდა, რაც არ შეესაბამება ვაჭრობის სინამდვილეს იმიტომ, რომ C ჰეპატიტის წამლებია დანარჩენი. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს გაუმჯობესებული სავაჭრო ბალანსი, მხოლოდ საერთაშორისო ვაჭრობაში გვაქვს გაუმჯობესება სადღაც 25 მილიონი დოლარით. ამასთანავე, ძალიან კარგი ტენდენცია გვქონდა აგვისტოში. თქვენ იცით, რომ ფულადი გზავნილები არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ ქვეყანას ეხმარება საგადასახდელო ბალანსის ნაწილში და ამ მიმართულებით ჩვენ გვქონდა 25%-იანი ზრდა“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ 140 მილიონიანი განსხვავებით ზრდა გვაქვს ტურიზმის მიმართულებითაც. „ასე რომ საგადასახდელო ბალანსი არის პოზიტიური წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაციაა იმპორტიორებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც შემოაქვს გარედან რაღაც საქონელი და ჩვენს ქვეყანაში ყიდის“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics