|
2016-09-21 15:12:23, 1198 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ტურიზმში და ტურიზმის ინფრასტრუქტურაში ინვესტირება მომგებიანია და სახელმწიფო ამას მხარს დაუჭერს
ქვეყნისთვის ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა პირველმა ვიცე-პრემიერმა ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომლებიც პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ პრეზენტაციას ესწრებოდნენ. მისი განცხადებით, ტურიზმში და ტურიზმის ინფრასტრუქტურაში, სასტუმროებში ინვესტირება არის კარგი, მომგებიანი, გრძელვადიანი და სახელმწიფო ამას მხარს დაუჭერს. „სამი მსოფლიო დონის ტურისტულ სკოლას ვესაუბრებით ამჯერად, ვისი შემოყვანაც გვინდა საქართველოში. ესენია ამერიკული, შვეიცარული და ფრანგული ტურისტული სკოლები. მათი შემოყვანა დაგვეხმარება მენეჯმენტის გადამზადებაში, რათა გავზარდოთ და გავაძლიეროთ ის ცოდნა, რომელიც ჩვენ გვჭირდება ამ მიმართულებითხარისხიანი პროდუქტისმისაღებად. ჩვენ შევიმუშავეთ „ტურიზმის სტრატეგია 20/25,“ რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ამ დოკუმენტის მიხედვით, თუ შარშან გვყავდა 6 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი, ეს ციფრი უნდა გაიზარდოს 11 მილიონამდეანუ დოკუმენტში არსებული ვიზიტორთა რაოდენობის გაორმაგება არის ნათელი ხედვა, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ქუმსიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კერძო სექტორისთის ეს არის რწმუნება, რომ საქართველოს მთავრობა გამოყოფს თანხებს ბიუჯეტიდან და გააგრძელებს ტურიზმის მხარდაჭერას, სანამ ვიზიტორთა რაოდენობა 11 მილიონს არ მიაღწევს. „ტურიზმის სტრატეგია 20/25“ საკმაოდ კარგი და დიდი დოკუმენტი გამოვიდა. აქ არის 8 სტრატეგიული მიმართულება, 50 პრიორიტეტული აქტივობა და 110 გასატარებელი ღონისძიება,რომლებსაც ჩაშლილი აქვთ სამოქმედო გეგმა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერიაუცილებლად იქნება მიღწეული. დღეს თუ მილიარდ 900 მილიონს აგენერირებს ტურიზმი, 5 მილიარდ 500 მილიონი უნდა დააგენერიროს ინფლაციის გათვალისწინების გარეშე. დღეს თუ 150-160 ათას ადამიანს ასაქმებს, მალე 300 000 ადამიანამდე უნდა ავიდეთ. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ვაორმაგებთ როგორც დასაქმებულთა, ასევე შემოსავლებისა და ინვესტიციების რაოდენობას“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)