07:59 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 10:30:08, 1089 ნახვა

ეკონომიკა
დღეის მონაცემებით 62 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

კახეთის რეგიონში აქტიურად გრძელდება ყურძნის კრეფა -22 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, რთველის 2016-ის ფარგლებში გადამუშავდა 62ათასი ტონა ყურძენი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღვინის კომპანიებს ყურძენი 10 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლებმა 53,8  მლნ ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, რეგიონში ღვინის ქარხნები კვლავ სრული დატვირთვით მუშაობს - განვლილ დღე-ღამეში გადამუშავდა 5 331ტონა. სულ გადამუშავებულია 31,8 ათასი ტონა რქაწითელი, 25,9 ათასი ტონა საფერავი,  2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 22,3  ათასი ტონა, ყვარელი - 15  ათასი ტონა, თელავი - 13,7 ათასი ტონა, სიღნაღი - 6,3 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,5 ათასი ტონა, ლაგოდეხი -  1,4 ათასი ტონა, საგარეჯო -  733 ტონადა ახმეტა -  669 ტონა.  

ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 58 ღვინის კომპანია, მათ შორის,12სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა.

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე  სუბსიდია გაიცემა:  კახეთის  რეგიონში რქაწითელზედა  კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე  - 0,45 ლარი;  საფერავზე -  1 კგ-ზე - 0,20 ლარი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე -  1 კგ-ზე - 2 ლარი.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე http://georgianwine.gov.ge/statistic დაhttp://rtveli2016.gov.ge/statistic.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics