ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა მონაწილეობა მიიღო გაეროს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მრგვალ მაგიდაში თემაზე: „შიდა რესურსების მობილიზაციის რეფორმა პარტნიორ ქვეყნებში და ადის-აბებას საგადასახადო ინიციატივის როლი", სადაც მან შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს გამოცდილება აღნიშნულ ინიციატივასთან თანამშრომლობის სფეროში.