|
2016-10-21 16:49:37, 1821 ნახვა
ეკონომიკა
ფოკის საზოგადოებრივ ცენტრში გენდერული თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ფოკის საზოგადოებრივ ცენტრში "ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება პროექტის, სახელწოდებით "საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზა" ფარგლებში მოეწყო. შეხვედრა, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით ხორციელდება გამოფენით გაიხსნა; საგამოფენო ექსპონატები სახელწოდებით -"1919-21 წლების დამფუძნებელი კრების წევრი ქალები" ეროვნული არქივის ხელშეწყობით მომზადდა. გამოფენის მიზანი ქალთა აქტივიზმის გაზრდა და მათი პოლიტიკური მონაწილეობის წარმოჩენა იყო. შეხვედრაზე, გენდერულ თანასწორობაზე - ძირითადი ცნებების განსაზღვრებებზე, გენდერულ როლებსა და სტერეოტიპებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, მისი აღსრულების ინსტიტუციური მექანიზმები და გენდერული თანასწორობის საერთაშორისო პრაქტიკა. საინფორმაციო შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ სათემო განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები და „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელები. ანალოგიური ტიპის შეხვედრების გაგრძელება იგეგმება საქართველოს 7 საზოგადოებრივ ცენტრში. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით ხორციელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)