18:07 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 17:07:15, 1564 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოდან განხორციელებული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 11.5%-ით გაიზარდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის პირველი იანვრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან განხორციელებული აგროსასურსათო პროდუქციის ღირებულებამ 524.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც  წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 11.5%-ით მეტია.

მათივე ცნობით, მთლიანი ექსპორტის ზრდა ძირითადად  ისეთი პროდუქტის ექსპორტის მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა, როგორებიცაა:

სპირტიანი სასმელები - ექსპორტმა 68.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 33.7%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს;

ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - ექსპორტმაც 29.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 80.0%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს;

ღვინო - ექსპორტმა83.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 13.1%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს;

თევზის ფქვილი - ექსპორტმა 14.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 2.3-ჯერ (133.0%) აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს;

ბოსტნეულის ექსპორტი გაზრდილია 18%-ით, რაც ძირითადად გამოიწვია პომიდვრის ექსპორტის გაზრდამ. მიმდინარე წელს პომიდვრის ექსპორტმა 1.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, როდესაც 2015 წელს მხოლოდ 95 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.

2016 წლის საანგარიშო პერიოდში ექსპორტი დაფიქსირდა 87 სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით, ხოლო, 2015 წლის იმავე პერიოდში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის გატანა სულ 76 ქვეყანაში განხორციელდა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics