|
2016-10-22 19:21:23, 1570 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში სოფლის განვითარების სტრატეგიის შესახებ მორიგი შეხვედრა გაიმართა
სოფლის განვითარების სტრატეგიის შესახებ საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, გაფართოებული შეხვედრა ქუთაისის შემდეგ თბილისში გაიმართა. შეხვედრის მთავარ თემას სოფლის განვითარების პოლიტიკის გარდა, ადგილობრივი ეკონომიკის გამოწვევების და საქართველოს სოფლის მოსახლეობის საჭიროებების განხილვა წარმოადგენდა. ქუთაისსა და თბილისში გამართული შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (სიდა) ორგანიზებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა. თბილისში გამართული შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, არასამთავრობო ორგანიზაციის ,,სიდა“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ზვიად დევდარიანმა და UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, შომბი შარპმა გახსნეს. როგორც შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე შემუშავებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია და მის ფარგლებში, დარგის განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო სოფლის მეურნეობის, არამედ ზოგადად სოფლის განვითარება. მისასალმებელია, რომ სოფლის განვითარების სტრატეგიის მიმართ საჯარო სექტორის მხრიდან დიდი ინტერესია და საჯარო კონსულტაციებში საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული. ,,ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საქართველოში შემუშავდეს სოფლის განვითარების პოლიტიკა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ერთადერთი დასაქმების სფერო და შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობა არ იყოს. შესაბამისად, სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულია ყველა ის სამინისტრო, რომელიც რეგიონებში გარკვეულ აქტივობებს ახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ უკვე ხელი მოეწერა ევროკავშირის პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზას, რომელიც მოიცავს სწორედ სოფლის განვითარების საკითხებს. პროგრამის ფარგლებში, ჩვენ გვაქვს საბიუჯეტო დახმარება, რომელიც გულისხმობს გარკვეული ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას“, - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (სიდა), ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში დახმარებისთვის. საჯარო განხილვაში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სოფლის განვითარების საკითხების ექსპერტები და კონსულტანტები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ყველა იმ ძირითად სფეროს, რომელიც განაპირობებს სოფლის ეფექტიან და მდგრად განვითარებას. სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლად დასაქმებას, ბიზნესის განვითარებას, სხვადასხვა სერვისის განვითარებას, სოციალურ დახმარებას, გარემოსდაცვას და ბუნებრივი რესურსების მართვასა და მოქალაქეთა, განსაკუთრებით ახალგაზრდობისა და მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობას. შეხვედრების მონაწილეებმა სოფლის განვითარების ევროკავშირში მიღებულ მოდელებზე ისაუბრეს და საქართველოს რეალობასთან მათ შესაბამისობაზე იმსჯელეს. ქუთაისსა და თბილისში ჩატარებული კონსულტაციების შემდგომ, სტრატეგის პროექტის საბოლოო ვერსია შემუშავდება და რამდენიმე კვირაში საქართველოს მთავრობას წარედგინება. საჯარო კონსულტაციები ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. (NS)
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)